Wednesday, December 14, 2011

ბარსელონას შთამბეჭდავი გამარჯვება

       10 დეკემბერს რეალმა  ბარსელონას უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. მატჩი ძალზედ საინტერესო გამოდგა. 22 წამზე ბენზემამ ვალდესის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ უპირატესობას ბარსელონას ფეხბურთელები დაეუფლნენ და 32 წუთზე ალექსის სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა. 48 წუთზე ხავიმ თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ბარსელონას უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა ცესკ ფაბრეგასმა, რომელმაც დანი ალვეშის ბრწყინვალე გადაცემით ისარგებლა. ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონამ  ცხრილის სათავეში აინაცვლა, მაგრამ მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.